ჟიზელ ბიუნდხენის ქმარმა, ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ტომ ბრედიმ „ფეისბუქზე“ საკუთარი ცოლის ფოტო დადო, სადაც სუპერმოდელი ნაძვის ხეს რთავს.
„როგორც ჩანს, მისია შესრულებელია. უკვე მზად ვართ შევხვდეთ შობას. მადლობა ჩემი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს – ჟიზელს,“ – წერს ბრედი. ფოტოზე მათი 3 წლის შვილი, ვივიენიც ჩანს.
წყვილის დაძაბულ ურთიერთობაზე ჟურნალისტები კვლავ საუბრობენ. მთელი შემოდგომა ჟიზელმა ადვოკატებთან კონსულტაციებში გაატარა, სუპერმოდელი ფიქრობს, რომ ქმარი მას ძიძასთან – კრისტინ უზუნიანთან ღალატობდა. უზუნიანმა მანამდე მეთ დეიმონის ოჯახის დანგრევა შეძლო.


