LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელი ივლისიდან პარკირებაზე საათობრივი გადასახადი დაწესდება

189
parkingggg

დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად რამდენიმე ქუჩაზე, 1-ელი ივლისიდან დაწესდება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.

„პარკირების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია მუნიციპალიტეტისთვის, რომლითაც შესაძლებლობა გვექნება დავარეგულიროთ ქალაქში ნაკადები, საცობები, საპარკინგე ადგილებზე გადაჭარბებული მოთხოვნა და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და კერძო მანქანების მოხმარების მაჩვენებელი, რომელიც მუდმივად კერძო მანქანებისკენ იზრდება. ზონალური საათობრივი პარკირება არის ევროპის ყველა განვითარებულ და განსაკუთრებით გადატვირთულ ქალაქებში დიდი ხნის წინ დანერგილი მოდელი და ის მიიჩნევა ერთ-ერთ ქმედით საშუალებად სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით. ამ დღეებში საკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად გადავუგზავნით თბილისში ზონალური, საათობრივი პარკირების წესებს, რომელიც პირველ ეტაპზე საპილოტე მოდელის სახით 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება რამდენიმე ქუჩაზე.

ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად იქნება განსაზღვრული და მისი ოდენობა ზონების მიხედვით იქნება დიფერენცირებული. პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება არის კოტე აფხაზის ქუჩა (ლესელიძის) და ასევე მიმდებარე ქუჩები, ამავე დროს მუნიციპალიტეტი გააგრძელებს მუშაობას სხვა არეალებზეც. საბურთალოზეც ვმუშაობთ სხვადასხვა ლოკაციებზე, რომ საპილოტე პროექტის რეჟიმში დაინერგოს განხორციელება,“ – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ზონალური პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას არ შეეხება.

magti 5g