ლეგენდარული მაიკლ ჯექსონი საკუთარ თაყვანისმცემლებს გარდაცვალების შემდეგაც ახარებს და მსოფლიო რეკორდებს ამყარებს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომი „Thriller“ პირველი გახდა ისტორიაში, რომელიც აშშ-ში 30 მლნ ეგზემპლარად გაიყიდა. ხმისჩამწერი კომპანიების ამერიკული ასოციაციის განცხადებით, იმისთვის, რომ ალბომი გახდეს „ოქროსი“, უნდა გაიყიდოს 500 ათასი ასლი. „პლატინის“ მოსაპოვებლად კი 1 მილიონი ეგზემპლარი უნდა გაიყიდოს.
„Thriller“, რომელიც ჯექსონმა 1982 წელს შექმნა, არაერთხელ დაასახელეს კრიტიკოსებმა ერთ-ერთ საუკეთესო პოპ-ალბომად მსოფლიო მუსიკის ისტორიაში. ჯერ კიდევ 1984 წელს ფირფიტის გაყიდვამ, რომელიც აერთიანებდა ისეთ სინგლებს, როგორიცაა Billie Jean, Beat It და თვით Thriller, მხოლოდ აშშ-ში 20 მლნ ეგზემპლარს გადააჭარბა.
ამ მომენტისთვის მსოფლიოს მასშტაბით Thriller-ის მასშტაბით 100 მლნ ასლია გაყიდული.