ჯორჯ კლუნის მეუღლე და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადვოკატი ამალ კლუნი ამჯერად ნიუ-იორკში იმყოფება. პაპარაცებმა ის მანჰეტენზე, პრესტიჟულ სასტუმრო The Mark-ის შესასვლელთან გადაიღეს, სადც ის მეგან მარკლის მიერ მოწყობილ წვეულებაზე მივიდა.
თოვლიან ნიუ-იორკში ამალ კლუნი სექსუალური ლუქით გამოჩნდა. მან არჩევანი „სერხიო ჰადსონის“ სექსუალურ წითელ კომბინეზონზე გააკეთა, რომელიც შავ პიჯაკთან ჰქონდა შეხამებული.