მარკუს მეტრეველმა „პროფილში“ ახალი ვიდერგოლი წარადგინა. ახალი სიმღერის სახელწოდებაა „ისევ მენატრები“. სიმღერის ავტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია, ტექსტი – ქეთი ორჯონიკიძეს ეკუთვნის. კლიპი სანდრო ნადირაძემ გადაიღო. სიმღერა ჩაწერილია „ბრავო რეკორდსში“.
დღეს, 22 თებერვალს, რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში სიმღერის პრემიერა შედგება. მარკუს მეტრეველი თავად წარადგენს ახალ სიმღერას „არ დაიდარდოს“ მსმენელისთვის.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 