სოფელ რუისში, მონასტრის ეზოში საგვარეულო საფლავები გადათხრილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ საფლავების გადარჩენის შესაძლებლობა არ მიეცათ.მიზეზად ტერიტორიის კეთილმოწყობა სახელდება. ფაქტის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი ავრცელებს.
“წაიკითხეთ ეს რა არის აქ მომხდარი!!!
ეს რუისის სასაფლაოა. ჩემი მეგობრის დიდი პაპის და ბებიის საფლავის სანახავად ავედით და რა დაგვხვდა აქ ნახეთ!
მთელი სასაფლაო ტრაქტორით არის მოთხრილი და მოსწორებული, ტერიტორია შემოღობილია მონასტერისთვის და საფლავის ქვები ეზოს გარეთ რანაირად ყრია შეხედეთ
შევედით მონასტრის ეზოში და გვითხრეს რომ ტრაქტორით მოთხრილი ადამიანების ძვლები ერთად დამარხეს ერთგან. ძვლები ეხლაც შეგხვდებათ ამ ეზოს გარშემო, თუ მოძებნით.
პაპის და ბებიის საფლავი მოვიკითხეთ და გვითხრეს, ქვა და ძვლები რად გინდათ, სულებისთვის კიდევ ჩვენ ვლოცულობთო.
ათობით საფლავზე ზემოდან ცემენტი დაასხეს და ეზო გააშენეს.
სად ვიპოვოთ ბებიის და პაპის საფლავი გვაინტერესებს!!!
ზედ საფლავის ქვებთან ტუალეტი და საქათმეა დადგმული!!!
იმ წინაპრების საფლავები კი, ცრემლმორეულები ფეხზე ადგომით რომ ვსვამთ სადღეგრძელოებს,აღარ არსებობს და ქვები ხარახურასავით არის გადაყრილი ახლადგარემონტებული მონასტრის ეზოს გარშემო. ზედ ნაგავი აყრია, კი ხედავთ ! ეზოში კი არის გამართული ლამაზი ბაღი და ახალი შენობები! გვაინტერესებს ვინ ქნა ეს! შთამომავლებმა სად იპოვონ პაპის საფლავი! ვინმემ არ თქვას რომ საღვთო საქმეა ეს თორემ გაგიჟებას ვართ ისედაც!!! რუისელი არავინ ხართ? ადით, წინაპრის საფლავის ადგილას ეს დაგხვდებათ, რასაც ფოტოზე ხედავთ! მტერი არ კადრულობდა საფლავების შეურაცხყოფას, რა ქვია ამას? თქვენ გვითხარით, თუ იცით ვინმემ პასუხი!!!”- წერს აკა სინჯიკაშვილი