LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე საკუთარ მამას სასამართლოში უჩივის

65

წინასაშობაო დღეებს ბიონსე არა დღესასწაულისთვის მზადებას, არამედ სასამართლო დავებს უთმობს. მსახიობმა გადაწყვიტა საკუთარი მამისგან სასამართლო გზით მოიპოვოს საკუთრების უფლება ჯგუფზე Destiny’s Child,  რომელმაც ბიონსეს პოპულარობა მოუტანა.

იმ შემთხვევაში, თუ ბიონსე პროცესს მოიგებს, ტრიო კვლავ შეძლებს აღდგენას. საქმე იმაშია, რომ კონტრაქტის მიხედვით, რომელიც მეთიუ ნოულზმა შეადგინა, ბიონსეს მამას აქვს ბრენდზე უფლებების უმეტესი ნაწილი. იმ შემთხვევაში კი, თუ ჯგუფი კვლავ შედგება, შემოსავლის ნაწილი მეთიუ ნოულზის იქნება.

საბოლოო გადაწყვეტილება, საკუთარი მამისთვის ეჩივლა, ბიონსემ მას შემდეგ მიიღო, რაც მარტში Gospel Music Awards-ის დაჯილდოებაზე გოგონებმა სიმღერაზე უარი მხოლოდ იმიტომ თქვეს, რომ  მეთიუ ნოულზისთვის თანხა უნდა გადაეხადათ.

როდის გადაიგზავნება საქმე სასამართლოში, ჯერ-ჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები