LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რომელ რეგიონებში ღირს სასტუმროში განთავსება ყველაზე ძვირი

217
Hotel-Cleaning

2019 წლის იანვარში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი რეგიონებს შორის მცხეთა-მთიანეთში – 200 ლარი დაფიქსირდა. 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა იანვარში 225 ლარი შეადგინა. 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი მცხეთა-მთიანეთში – 324 ლარი დაფიქსირდა.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა იანვარში 481 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 600 ლარი შეადგინა, აჭარაში – 480 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 385 ლარი, ხოლო კახეთში – 285 ლარი.

საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა იანვარში 69 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში გურიაში – 109 ლარი დაფიქსირდა.

ინფორმაციას კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g