„რადიო დუეტს“ მომღერალი ნათია ქოროღლიშვილი სტუმრობდა, გადაცემის ფარგლებში ნათიას და ჯგუფ „ძმების“ ახალი სიმღერის პრემიერა შედგა, რომელიც კომპოზიტორ მარინა შანიძეს ეკუთვნის. სიმღერა „ძმების” სტუდიაში ჩაიწერა და არანჟირებაც იქვე გაკეთდა.
მომღერალმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას ორი ახალი სიმღერა დააანონსა, რომელთაგან ერთი დუეტი, მეორე კი სოლო ნამუშევარი იქნება და ტრადიციულად ორივე მათგანის პრემიერა ექსკლუზიურად ”არ დაიდარდოს” ეთერში შედგება.