საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე Twitter-ზე ვენესუელის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს. პრემიერმინისტრი პოსტში წერს, რომ საქართველო ვენესუელელების გვერდით დგას.
“ვენესუელა საშინელ ქაოსსა და მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისშია. სრულიად მიუღებელია ჰუმანიტარული დახმარების მიღების მცდელობისას ხალხის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება. მიეცეს ხალხს წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე და შეწყდეს ძალადობა მოქალაქეებზე. საქართველო ამ რთული გაჭირვების დროს ვენესუელთა გვერდით დგას”, – წერს მამუკა ბახტაძე Twitter-ზე.