საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირი “ენერგო-პრო ჯორჯიაში” დასაქმებული 5 ათასამდე თანამშრომლისთვის ხელფასის გაზრდას ითხოვს. ამ მოთხოვნით 28 დეკემბერს , საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობის წინ, ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის ორგანზებით, აქცია გაიმართება. ამის შესახებ ”ფორტუნას” ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზეინაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, აქცია პროფკავშირების მიერაა ორგანიზებული და ”ენერგო-პროს” თანამშრომლები შეძლებენ, თუ არა აქციაზე მისვლას, ჯერ არის ცნობილი.
”მოგეხსნებათ კომპანია რეგიონებში საქმიანობს. შესაბამისად, რეგიონიდან თანამშრომლებს ჩამოსვლა გაუჭირდებათ, რადგან სამუშაო საათების გაცდენა მოუწევთ”, – განაცხადა ზეინაშვილმა.
სამუშაოზე დასაქმებულთა დაბალი ხეფასების გარდა, ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის თქმით, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება არ ხდება.