LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნისანი“ ჟენევაში ახალ კროსოვერს წარადგენს

387
nissan

კომპანია Nissan ჟენევის ავტოსალონზე ახალ კონცეპტუალურ კროსოვერს IMQ-ს წარადგენს. აბრევიატურაში IM- ინტელექტუალურ მოძრაობას, Q კი იმ სეგმენტს აღნიშნავს, სადაც მწარმოებელმა სიახლე დააპატენტა.

სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ქსელში გავრცელდა ერთადერთი თიზერი, რომელშიც ჩანს, რომ IMQ-ს დიზაინი ძველი კონცეპტების ანალოგიურია. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, სპეციალისტები არ გამორიცხავენ რომ ყველგანამავალი ელექტრონულ აგრეგატს და თანამედროვე ავტოპილოტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მწარმოებელმა დეტროიტში Nissan IMs წარადგნა. ეს არის სპორტული სედანი რომელსაც კომფორტი მაქსიმალურად გაზრდილი აქვს. კონცეპტი ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი და აგრეგატს მთლიანობაში 483 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები