LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა კარდაშიანები პოპულარული ოჯახის მისალოც ბარათზე

101

კარდაშიანების ოჯახი შეუერთდა იმ სელებრითების ტრადიციას, რომლებიც საშობაოდ მისალოც ბარათებს უშვებენ. კარდაშიანებმა საახალწლო მისალოცი ბარათის ფოტოზე მხოლოდ ბავშვები არიან: კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის 2 წლის ქალიშვილი ნორტი, ქორთნი კარდაშიანის 3 შვილი, 6 წლის მეისონი, 3 წლის პენელოპა და 1 წლის რეინი. ფოტოზე არაა კიმ კარდაშიანის ახალდდაბადებული ვაჟი სეინთი, რომლის ფოტოსაც მშობლები ასაიდუმლოებენ.

„სიყვარული ყველაფერია, რაც შენ გჭირდება“-ასეთი წარწერაა დატანილი ბარათზე. 20 წლის კენდალ ჯენერი ამ სავიზიტო ბარათს საკუთარ საიტზე ეხმიანება: „ჩვენი ოჯახის პატარების სადღესასწაულო ფოტო ისეთი საყვარელია, მე ვამაყობ რომ ამ ანგელოზების დეიდა ვარ“ – წერს კენდალი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბავშვობის ის ფოტო გააზიარა, სადაც ის და კაილი კიმ კარდაშიანთან ერთად არიან გადაღებულები.

3

2

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g