LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეღავათიანი აგროკრედიტით 128 ახალი საწარმოა დაფინანსებული

78

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია 128 ახალი საწარმო. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ განაცხადა.

მორგოშიას ინფორმაციით, ამ საწარმოებიდან 5  „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მიმდინარე პორტფელი შეადგენს 10,359 სესხს ჯამური ღირებულებით 237,049,266 ლარი და 105,831,142 დოლარი. სულ პროექტის ფარგლებში გაცემულია 25,290 სესხი ჯამური ღირებულებით 644,893,796 ლარი და 165,682,815  დოლარი,“ – განაცხადა მარგოშიამ.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობაში  ბიზნესისათვის ფინანსურად მასტიმულირებელ  პროექტებს, მორგოშიას განმარტებით,  სააგენტო ამ მიმართულებით შეღავათიანი აგროკრედიტისა და გრანტის პროგრამებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც დაფინანსებულია 139 ახალი, ხოლო გადაირაღებულია 665 სასოფლო-სამეურნეო საწარმო.