მეცნიერები ურჩევენ ოჯახებს, არ გამოიყენონ საახალწლო მორთულობისას გირლანდები. მათი მონაცემებით, აღნიშნულმა ატრიბუტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ ბავშვების, არამედ ზრდასრულების ჯანმრთელობასაც.
„ტრავმების სტატისტიკის შესწავლისას, რომელიც პაციენტებმა შობა-ახალი წლის მოსამზადებელი სამუშაოებისას მიიღეს, ირკვევა, რომ გირლანდების გაბმისას ადამიანის ჯანმრთელობას დიდი ზიანი შეიძლება მიადგეს,“ – ამბობენ მეცნიერები.
პაციენტების 20% ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს, 30%-ს დასჭირდა ოპერაცია, 5%-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ისინი მიღებული ტრავმებით გარდაიცვალნენ.
საშიში ტრავმების უმეტესი ნაწილი კიბიდან ჩამოვარდნის შედეგად მიადგათ პაციენტებს (65%), 30% კი სახურავიდან გადავარდა.
„უმეტესად, ადამიანებს უზიანდებათ თავი, ან მკერდი. სტატისტიკით მეორე ადგილზე კი ნეკნების და ხერხემლის დაზიანებაა,“- ამბობენ სპეციალისტები.