LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი მიულოცეს [ვიდეო]

397
53017988_2419675891398472_6958043260870721536_o

დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილის მეგობრებმა მიულოცეს

„გილოცავთ დედის დღეს! თქვენ ყველაზე ძლიერი და ღირსეული დედა ბრძანდებით, რადგან ჩვენი სამშობლოს დასაცავად ყველაზე ძვირფასი გაიღეთ. სწორედ თქვენი და თქვენნაირი ქალბატონების გმირობისა და გამძლეობის მაგალითია საქართველოს მთელი ისტორია“… – ასე მიულოცეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა თუ საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების დედებს შვილის თანამებრძოლებმა დედის დღე.
დაღუპული სამხედროების მეგობრები მათ მშობლებს საქართველოსმასშტაბით ყველა ქალაქსა თუ სოფელში მოულოდნელად ესტუმრნენ და დედის დღის აღსანიშნავად სიმბოლურად ყვავილების თაიგული გადასცეს.

„ფორმიან ბიჭებს რომ გხედავთ, ჩემი შვილი მაგონდება“… – ასეთი იყო დაღუპული შვილების თანამებრძოლებთან თვალცრემლიანი დედების მისალმება. დედებმა ჯარისკაცებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული შვილების გმირობა და სამხედროებს სამშობლოს სადარაჯოზე ღირსეული მსახური უსურვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g