LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar I-Pace წლის ავტომობილი გახდა

72
jaguar

Jaguar I-Pace ევროპაში წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელეს. ელექტრომობილს ეს ტიტული ჟენევაში გამართულ საერთაშორისო ავტოსალონზე მიანიჭეს.

ელექტრო ყველგანამავალის აგრეგატი ორი ძრავითაა აღჭურვილი და საერთო ჯამში 400-მდე ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სრულად დამუხტულ ელემენტს 470 კმ-ს სვლის მარაგი აქვს.

ყველაზე საპატიო ჯილდო Jaguar Land Rover-ის ბრიტანული ოფისის დირექტორმა აიღო და განაცხადა, რომ კომპანია ამ მიღწევით ძალიან ამაყია. I-Pace-მა სხვადასხვა ჯილდოების მიღება მსოფლიოს 15 განსხვავებულ ქვეყანაში შეძლო, რაც მართლაც დიდი მიღწევაა და წარმატების მთავარი საიდუმლო კი მუდმივად ინოვაციებისა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვაა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები