LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი გიგი უგულავას არ შეიწყალებს

69

გიორგი მარგველაშვილი გიგი უგულავას არ შეიწყალებს, ამის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„პატივცემულო ხელმომწერებო, მივიღე თქვენ მიერ შედგენილი მიმართვა გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე.
ჩემთვის ფასეულია მოქალაქე, რომელიც საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. განსაკუთრებით ღირებულია თქვენი პოზიცია, იმ ადამიანებისა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები ბრძანდებით. გასაგებია თქვენი ემოცია პატიმრობაში მყოფი ადამიანის მიმართ. მსგავსი ემოცია ბევრჯერ გვქონია ჩვენი მიმტევებლური ბუნებიდან გამომდინარე.
ამასთან ერთად, შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს არც სამართალწარმოებას, არც გამოძიებას და არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას.
შეწყალება კონსტიტუციური მოვალეობაა, რომელიც მაღალ მორალურ და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას მაკისრებს.
ამ, არსით ჰუმანური აქტის განხორციელებისას, არ ვიღებ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რომელიმე მსჯავდებულს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩავაყენებ. ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა საზოგადოებაში გააჩინოს მსგავსი დანაშაულების მიმართ ზედმეტი ლოიალობის შეგრძნება.
აქედან გამომდინარე ვერ გავიზიარებ თქვენს მიმართვაში დაფიქსირებულ მოთხოვნას,“ – აღნიშნავს პრეზიდენტი.
საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილი საქართველოს პრეზიდენტს თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას შეწყალების თხოვნით მიმართავს.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანათავმჯდომარე ელენე ხოშტარია ავრცელებს, რომელმაც პრეზიდენტის სახელზე მიმართვა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩააბარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები