გიორგი ქობულია უარყოფს ინფორმაციას, რომ ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს.
„როგორც ხედავთ აქ ვარ, ვაგრძელებ მუშაობას. მე ვემსახურები ამ ქვეყნის საქმეს. ვვარაუდობ, რომ შესაძლებელია ეს ვიღაცას არ მოეწონოს და ზუსტად ეს ხალხია, ვინც ყრის ამ ჭორებს. მე სამუშაოს და მართალი საქმის სამსახურს გავაგრძელებ მანამდე, ვიდრე აქ ვარ,” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.