სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე 23 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე რამაზ ზოიძემ (72 კგ) დღეს ფინალური შეხვედრა რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ იარბილოვს 7-1 მოუგო და ზედიზედ მესამედ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ქართველი ფალავანი კარიერაში მეხუთედ ასაკობრივი ევრო პირველობის გამარჯვებული გახდა.