LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 30 იანვარს გაიხსნება

176

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 30 იანვარს საზეიმოდ გაიხსნება.

თეატრის შენობის რემონტი, 2010 წელს, ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით დაიწყო (არქიტექტორი – ლერი მეძმარიაშვილი). საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გერმანულ კომპანიაში „გერიეცი“, სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით, თეატრის ფარდა დაიბეჭდა, დამზადდა ეკრანები, რეეკრანები და სცენის ჩაცმულობის სხვადასხვა აქსესუარი.

ოპერის თეატრი, 30 იანვარს, სპექტაკლით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნება. ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია; მხატვარი – გოგი ალექსი–მესხიშვილი. წამყვან პარტიებს შეასრულებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები – ლადო ათანელი და თამარ ივერი, რომლებიც თეატრმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოიწვია. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები – თეიმურაზ გუგუშვილი, არმაზ დარაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ხათუნა ჭოხონელიძე, თეა დემურიშვილი, ირინა ალექსიძე, მარიკა მაჩიტიძე, ნინო ჩაჩუა, კახა თეთვაძე, გოჩა დათუსანი. დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი; ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი; სპექტაკლის ყველა კოსტიუმი „სამოსელი პირველის“ მიერ არის შეკერილი. „აბესალომ და ეთერის“ პრემიერები 30, 31 იანვარს და 2, 21 თებერვალს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები