LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერის ახალი ფერადი კლიპი (ვიდეო)

152
mariah-carey-subway-a-no-no

მერაია ქერის ოფიციალურ Youtube არხზე სიმღერის A No No კლიპი გამოქვეყნდა. სინგლი, რომელშიც 49 წლის შემსრულებლმა Jeff Lorber Fusion-ისა და ლილ კიმის,  The Notorious B.I.G.-ისა და Lil Cease-ის ჰიტების, Rain Dance და Crush on You სემპლები გამოიყენა, ამერიკელი მომღერლის მე-15 სტუდიურ ალბომში Caution შევიდა.

სიმღერა, პოპ დივამ იმ ადამიანებს მიუძღვნა, რომელთაც მისი იმედების გამართლება ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ ახალი დისკის მხარდასაჭერად, მერაია ქერი მეთერთმეტე საკონცერტო ტურნეს მართავს, რომელიც 27 თებერვალს აშშ-ში დაიწყო და 13 ივნისს, ნიდერლანდებში დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები