ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი ლუბომირ მეტნარი აცხადებს, რომ რუსეთი ნატო-სთვის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს.
„ნატო-ს წინაშე არსებულ საფრთხეებს შორის პირველ ადგილზე ტერორიზმია, კერძოდ კი ლოკალური ტერორისტული ორგანიზაციების გლობალური გაფართოება. მეორე ადგილზე კიბერსაფრთხეებია, ხოლო მესამეზე კი ის საფრთხე, რომელიც რუსეთისგან მოდის“, – განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ლუბომირ მეტნარის განცხადებით, რუსეთი ნატო-სთვის საფრთხეს წარმოადგენს შეიარაღებული ძალების აქტიური მოდერნიზების გამო.
„ამ პროცესს თან ახლავს სამხედრო წვრთნები. რუსეთი ასევე ცდილობს თავისი გავლენები გააძლიეროს ევროპის ქვეყნებში, რომლებიც ადრე სოციალისტურ ბანაკს მიეკუთვნებოდნენ“, – აღნიშნა მან.