LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანადგომის საოცარი მაგალითი: 5 წლის ბიჭის გადასარჩენად 4 855 კაციანი რიგი წვიმაში საათობით იდგა

5473
10553650-0-image-a-108_1551701606353

ინგლისში, 5 წლის ბიჭის სიცოცხლის გადასარჩენად 4 855 კაციანი რიგი საათობით იდგა წვიმაში. მოქალაქეები ცდილობდნენ გაერკვიათ ჰქონდათ თუ არა თავსებადი ღეროვანი უჯრედი და შეძლებდნენ თუ არა გამხდარიყვნენ ბიჭის დონორი.

ათასობით ადამიანმა შესაბამისი კვლევა უკვე ჩაიტარა.

5 წლის ოსკარს ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დეკემბერში დაუსვეს. მას შემდეგ, რაც  ექიმებმა სასოწარკვეთილ მშობლებს განუცხადეს, რომ მათ მხოლოდ სამი თვე აქვთ დონორის საპოვნელად, შვილის გადასარჩენად მშობლები ყველა ღონეს ხმარობენ.

ბიჭს უკვე ჩაუტარდა ქიმიოთერაპია,  მაგრამ დაავადების დასამარცხებლად ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება.

მშობლები ამბობენ, რომ თუ დონორს 3 თვეში ვერ იპოვიან, მათი შვილის გადარჩენის შანსი მნიშვნელოვნად შემცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g