LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ბუნებრივი აირით 5 ადამიანი მოიწამლა

118
klinikarustavi222

ბუნებრივი აირით რუსთავში 5 ადამიანი მოიწამლა. როგორც „ფორტუნას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს, წუხელ, მე-8 მიკრორაიონში ინტოქსიკაცია 8 წლის ბავშვმა და 40 წლამდე ასაკის ქალმა მიიღო. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც შეეხება მე-11 მიკრორაიონს, ბუნებრივი აირით სამი ადამიანი მოიწამლა და გამოძიების დაწყება საჭირო არ გახდა. შსს-ს ინფორმაციით, მოწამლულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიცია და „სოკარ-ჯორჯია გაზის” ავარიულ-ტექნიკური ჯგუფები.

როგორც კლინიკა „რუსთავში” ფორტუნას განუცხადეს, კლინიკაში 2 ადამიანი, ცოლ-ქმარი იყვნენ გადაყვანილი. ქალბატონი გაწრილია, მამაკაცი კი, ამ დრომდე რჩება კლინიკაში. ექიმების ინფორმაციით, მოწამლულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, ინტოქსიკაციის მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g