LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერი ფანებს ლოცვისკენ მოუწოდებს

210
10656460-0-image-a-40_1551889121558

ჯასტინ ბიბერი სულიერ მდგომარეობაზე პირველად ალაპარაკდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯეი ბის მენტალური პრობლემები აწუხებს, პრესაში თებერვალში გავრცელდა.

ახლახან, 24 წლის შემსრულებელმა ,,ინსტაგრამზე” 2016 წლის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე, ახალგაზრდა მომღერალს, 2Pac-ის პრინტიანი მაისური აცვია და კანიე უესტთან და მენეჯერთან, სკუტერ ბრაუნთან ერთად არაფხიზელ მდგომარეობაში  პოზირებს.

,,მინდა ჩემ შესახებ გიამბოთ. იმედი მაქვს, ჩემი სიტყვები თქვენს გულებში გამოხმაურებას ჰპოვებს. მე ახლა ძალიან უცნაურ მდგომარეობაში ვიმყოფები. თავს დაკარგულად ვგრძნობ. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. გთხოვთ, ჩემთვის ილოცოთ. ღმერთი შეისმენს თქვენს ვედრებას”, – დაწერა პოსტზე კანადელმა მუსიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით გასამართი მეოთხე სტუდიური ალბომის, Purpose მხარდასაჭერი ტურნეს კონცერტები, ჯასტინ ბიბერმა სწორედ ფსიქიკური აშლილობის მიზეზით გააუქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები