LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაზისუბნის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა

58

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სამგორის რაიონში, წყალსადენის მაგისტრალზე, ღამის საათებში, გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

როგორც “ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს,  ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონში გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოების ჩატარება გახდა აუცილებელი.

“აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს წყალსადენის 900 მმ-იან მაგისტრალზე, რომელიც, დღეს საღამოს, ავარიულად დაზიანდა. სამუშაოების ჩატარების მიზნით, წყალმომარაგება შეუწყდება:

  • ვაზისუბნის IV მ/რაიონის II და III კვარტლებს, ვაზისუბნის დასახლებას, შანდორ პეტეფის ქუჩას, წულუკიძის მე-3 და მე-4 შესახვევებს, მეტრომშენის დასახლების ნაწილს, ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მ/რაიონს.

გადაუდებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას კომპანია მომხმარებელებს დამატებით მიაწვდის.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები