LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე გვაქვს აზრთა სხვაობა, ამაზე ვისაუბრებ მაშინ, როცა მექნება თეთრი თმა და “კოსა” – თეა წულუკიანი

619
wulukiani

„კვარტალი ერთია და რამდენჯერმე ისმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ წულუკიანი შეიძლება გადააყენონ, გაუშვან ან შეიძლება წავიდეს, მაგრამ ახლა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს შეეფერება სიმართლეს,“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, მას თავად გაუჩნდა სურვილი, საჭიროების შემთხვევაში ეს პოსტი სხვას დაუთმოს.

„მაგრამ ამ თემაზე მე არ ვისაუბრებდი ეს ამავი გარეთ რომ არ გამოსულიყო, მაგრამ რაკი თქვენამდე მოვიდა და როცა ეს სიმართლეა, ჩავთვალე საჭიროდ, რომ გულწრფელად მეპასუხა,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად რა საკითხზე არსებობს გუნდში აზრთა სხვადასხვაობა, წულუკიანმა უპასუხა, რომ ამაზე შეიძლება მხოლოდ სიბერეში ისაუბროს.

„როდესაც მექნება თეთრი თმა და გავიკეთებ „კოსას“, შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვთვლი საჭიროდ თემის დაკონკრეტებას, საერთოდ არ ვისაუბრებდი ღიად აზრთა სხვადასხვაობაზე, რომ არ გამოსულიყო გარეთ,“ – აღნიშნა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g