პრინცი უილიამი, ქეით მიდლტონი, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ვესტმისნტერის სააბატოში ერთა თანამეგობრობის დღეს დაესწრნენ. ეს დღე ტრადიციისამებრ მარტის მეორე კვირას, საგანგებო წირვით აღინიშნება, რომელსაც დედოფალი ელისაბეტი ესწრება. წირვას ასევე ესწრებოდნენ პრინცი ჩარლზი, კამილა პარკერ-ბოულზი, ტერეზა მეი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ამ დღეს მედიამ დააფიქსირა, რომ ქეით მიდლტონისა და მეგან მარკლის ურთიერთობა უჩვეულოდ დათბა. ისინი წირვის დროს ბევრს საუბრობდნენ და ერთმანეთს უღიმოდნენ. ამ დღეს ორსული მეგან მარკლი „ერდემის“ პალტოსა და „ვიქტორია ბექჰემის“ თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი. ქეითს კი, „ქეთრინ ვოლკერის“ წითელი კაბა ეცვა, რომელიც მასზე 2014 წელს ზელანდიაში ვიზიტის დროს ვიხილეთ.




