LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

102
პანკისის ხეობა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია პანკისის ხეობაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. 25 წლის ამირან ბორჩაშვილი სოფელ დუმასტურში ცხოვრობდა.

არსებული ინფორმაციით, ბორჩაშვილი თურქეთის გავლით სირიაში სამი წლის წინ წავიდა. მანამდე ის თელავის უნივერსიტეტში ისტორიის სპეციალობაზე სწავლობდა. როგორც ცნობილია ამირან ბორჩაშვილმა საქართველო 2015 წელს ბიძაშვილთან, ასლანბეგ ბორჩაშვილთან ერთად დატოვა.

სირიაში საბრძოლო მოქმედებებს 34 პანკისელი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g