LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოჰემური რაფსოდიის“ გაგრძელებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

243
bohem

მედიაში გაჩნდა ინფორმაცია 2018 წლის „ოქროს გლობუსის“ მფლობელი ფილმის „ბოჰემური რაფსოდიის“ სიქველის გადაღებაზე. ცნობილია, რომ ახალი ფილმი ლეგენდარული Queen-ის მოღვაწეობის იმ პერიოდს აღწერს, რომელიც Live Aid-ის კონცერტის შემდეგ გრძელდება. ფრედი მერკურის როლს კი კვლავ „ოსკაროსანი“ რამი მალეკი ითამაშებს.

საინტერესოა, რომ 1985 წლის შემდეგ კოლექტივმა კიდევ ექვსჯერ მოასწრო სცენაზე გამოსვლა. მათ შორის ჩაატარა საგასტროლო ტურნე Magic Tour და გამოუშვა ორი ალბომი, The Miracle და Innuendo. მთელი ეს პერიოდი ფრედი მერკური შიდსის დიაგნოზს ებრძოდა. 1991 წლის 23 ნოემბერს მან ოფიციალურად განაცხადა დიაგნოზის შესახებ და მეორე დღეს გარდაიცვალა. ფილმის პროდიუსერი რუდი დოლეზალი ამბობს, რომ სიქველის გადაღებები აქტიური განხილვის სტადიაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g