LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში 13 წლის მოზარდი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

340
Capture

რუსთავში 13 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ორი გოგონა სახურავზე ფოტოს გადასაღებად იყო ასული, ერთი მათგანი კიდესთან ახლოს მივიდა და რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. მეორე მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი შოკურ მდგომარეობაში.

მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში“ უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

https://www.facebook.com/inforustavi/videos/317086452285661/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g