LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში 12 წლის გოგონა დაიღუპა

68

გუდაურში 12 წლის მოზარდი დაიღუპა. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე მოხდა, რა დროსაც სავარაუდოდ 18 წლის ბიჭმა თხილამურები ვერ დაიმორჩილა და ბავშვს დაეჯახა. გოგონა ადგილზე დაიღუპა, ბიჭი კი დაშავდა და ამ დროისთვის მკურნალობას გუდაურის ამბულატორიულ საავადმყოფოში გადის.

მომხდარს შსს ადასტურებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და საქმე 116-ე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

უბედურ შემთხვევაზე კურიერთან კომენტარი ადგილობრივმა გამგებელმაც გააკეთა.

“დაეჯახა ვიღაცა, მოხდა შეჯახება და ამ შეჯახების შედეგად მძიმედ იყო ეს ბავშვი და რა მდგომარეობაა ამ წუთისთვის არ მაქვს ინფორმაცია,”- აცხადებს გუდაურის გამგებელი ზვიად ქავთარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g