LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლი ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილიდან“ იყიდება (ფოტო)

704
house

სახლი მე-19 საუკუნის კლასიკად ქცეული რომანიდან „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდება. სახლი  ემილი ბრონტეს კლასიკად ქცეული რომანიდან სტენბერიში, დასავლეთ იორკშირში მდებარეობს. ის 1541 წელსაა აშენებული და ამბობენ, რომ იქ ბრონტეების ოჯახი 1824 წელს გადავიდა. „პონდენ ჰაუსის“ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი ბიბლიოთეკაა, რომელიც დები ბრონტებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. 1896 წელს პატრიკ ბრონტეს უილიამ დევისი სტუმრობდა, რომელმაც მემუარებში სახლი სწორედ ცნობილ რომანს მიამსგავსა.

უზარმაზარი სახლი ძველი ავეჯითა და 9 საძინელით ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g