ესპანეთში უჩვეულო პროექტი წამოიწყეს, რომელიც ძველი ქარის გენერატორების გადამუშავებას და მათთვის ახალი დანიშნულების შეძენას გულისხმობს.
სპეციალისტთა გამოთვლებით, ახალი საფარი გზას ბევრად უფრო მყარს გახდის და მისი გამოყენების ვადას მინიმუმ 3 წლით გაახანგრძლივებს.
მართალია, ქარის სადგურები მწვანე ეკონომიკის განუყრელ ნაწილად ითვლება და სუფთა ენერგიის წარმოებაც სწორედ მათი დახმარებით ხდება. თუმცა, თავად გენერატორები რასაც ეყრდნობა კიდეც სადგურის მუშაობა, არც თუ ისე ეკოლოგიურია. აქამდე მათი გადამუშავების ტექნოლოგია არ არსებობდა და მათ უბრალოდ ნაგავში ყრიდნენ.
ამიერიდან კი ექსპლუატაციიდან გამოსულ ტექნიკას გზის დასაფარად გადაამუშავებენ და პირველი ასეთი გზა ზაფხულისთვის დაიგება. ახალ გზას ერთი წლის განმავლობაში დააკვირდებიან და შემდეგ მსგავს საფარს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამოიყენებენ.