კომპანია Tesla-მ პატარა ყველგანმავალი Model Y წარმოადგინა, სიახლე Model 3-ის სედანის ბაზაზეა აგებული. ელექტროქარი ბაზარზე 2020 წლიდან გამოვა და ყველაზე ეკონომიური ვერსია, რომლის სვლის მარაგიც 370 კმ. იქნება – 39 ათასი დოლარი ეღირება.
სედანისგან განსხვავებით Model Y თანამედროვე ძარით იქნება განსაკუთრებული. ამასთან, სიახლემ უსაფრთხოების დამატებითი სისტემებიც მიიღო.
კროსოვერის საბაზისო ვერსია მხოლოდ 2021 წლის შემოდგომისთვის გამოჩნდება. მწარმოებელი პირობას დებს, რომ ავტომობილს ერთი დამუხტვით 483 კმ-ს გავლა შეეძლება, 97 კმ/სთ-მდე კი 5,5 წამში გახურდება. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 209 კმ/სთ იქნება.
ხოლო რაც შეეხება ვერსია Performance-ს, ის გაუმჯობესებულ მახასიათებლებს მიიღებს. 0-დან 97 კმ-მდე სიჩქარეს სპორტქარი 3,5 წამში შეძლებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 241 კმ/სთ-ს მიაღწევს.