LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი, კეტი პერი, Backstreet Boys – iHeartRadio Music Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ (ფოტო)

306
iheartradio-190314-getty-fox-1200x630

ლოს-ანჯელესში, iHeartRadio Music Awards გაიმართა. დაჯილდოება, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა, თავისი პომპეზურობით უდავოდ თვალშისაცემი და სანახაობრივი გამოდგა. საღამოს წამყვანი, ამერიკელი რეპერი, T-Pain იყო.

ღონისძიების ოფიციალურ ნაწილამდე, Microsoft Theater-ის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე, ისეთმა შემსრულებლებმა და ბენდებმა იპოზიორეს, როგორებიც: ტეილორ სვიფტი, კეტი პერი ზედთან ერთად, ჯონ ლეჯენდი, ბიბი რექსა, ჰოლზი, 5 Seconds of Summer, Backstreet Boys და სხვები არიან.

მუსიკალური პრემიის ერთ-ერთი მთავარი, ,,წლის შემსრულებლის” ჯილდო არიანა გრანდეს გადასცეს.

სპეციალური, ,,ინოვატორის ჯილდო” ერგო ალიშა ქისს.

,,საუკეთესო მუსიკალურ ვიდეოდ” ტეილორ სვიფტის Delicate დასახელდა. ამასთან, 29 წლის შემსრულებელის Reputation Stadium Tour ,,წლის ტურნედ” ცნეს.

აღსანიშნავია, რომ ,,სიმღერად, რომელმაც დაგვშოკა” ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის დუეტი I’ll Never Love Again დასახელდა.

2019 წლის iHeartRadio Music Awards-ის გამარჯვებულთა სრული სია ასეთია:

წლის ქალი შემსრულებელი – არიანა გრანდე

წლის პოპ ალბომი – Sweetener, არიანა გრანდე

წლის სიმღერა – The Middle, ზედი, მარენ მორისი და გრეი

წლის საცეკვაო სიმღერა – The Middle, ზედი, მარენ მორისი და გრეი

წლის მამაკაცი შემსრულებელი – დრეიკი

საუკეთესო ჰიპ-ჰოპ სიმღერა – God’s Plan, დრეიკი

საუკეთესო ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი – ქარდი ბი

წლის საუკეთესო დუეტი/ჯგუფი – 5 Seconds of Summer

საუკეთესო კოლაბორაცია – Finesse, ბრუნო მარსი და ქარდი ბი

წლის რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერა –  Boo’d Up, ელა მაი

წლის რიტმ-ენდ-ბლუზ შემსრულებელი – ელა მაი

საუკეთესო ახალი რიტმ-ენდ-ბლუზ შემსრულებელი – ელა მაი

საუკეთესო ახალი პოპ შემსრულებელი – Marshmello

წლის საცეკვაო შემსრულებელი – Marshmello

შეგახსენებთ, რომ iHeartRadio უფასო სამაუწყებლო და ინტერნეტ რადიო პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად რამდენიმე მუსიკალურ ფესტივალსა და დაჯილდოებას მართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები