ოკაცეს კანიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ვიზიტორები კანიონის დათვალიერებას 19 მარტიდან შეძლებენ.
თუ როგორია განახლებული ოკაცეს კანიონი, ვიდეოს გვერდი “საქართველოს ეროვნული პარკები” ავრცელებს.
გახსნამდე ცნობილია, რომ კანიონზე შეიცვალა კიდული ბილიკის და გადასახედი პლატფორმის საფარი. დაიგო ლითონის გამჭვირვალე იატაკი, რომელიც ბილიკს მეტად ექსტრემალურს გახდის. გვერდითი დამცავი ბაგირები შეიცვალა უჟანგავი ბაგირებით. შედეგად, კანიონში მოგზაურობა მეტად უსაფრთხო გახდება.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე მისასვლელ ბილიკზე არსებულ 13 ხიდს – ხის კონსტრუქცია შეიცვალა მეტალის კონსტრუქციით.
ოკაცეს კანიონი ტურისტებს 19 მარტიდან მიიღებს - რეაბილიტაცია დასრულდა
კანიონში მოგზაურობა მეტად უსაფრთხო გახდება