იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ირაკლი კობახიძისა და 6 დეპუტატის მიერ წარდგენუილ პროექტს კომიტეტის შვიდმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტის წინააღმდეგ პოზიცია გამოხატეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, უმრავლესობიდან ახალგასულმა პარლამენტარებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ისინი მიიჩნევენ, რომ პროექტი კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლოში არსებულ „კლანს“.