ასტროლოგია ბევრ რამეში გვეხმარება, მათ შორის ისეთ წვრილმანებშიც, როგორიცაა ალკოჰოლის არჩევა. თუ ჯერ არ შეგირჩევიათ შესაფერისი სასმელი, მაშინ სწორი არჩევანის გაკეთებაში თქვენი ზოდიაქოს ნიშანი დაგეხმარებათ.
ვერძი
ცეცხლის სტიქიის ნიშნები თავგადასავლების მოყვარულები არიან და ნებისმიერის ცხოვრებაში შეუძლიათ მძაფრი ემოციების შეტანა. ისინი დინამიურები, თამამები არიან და ყველა სიტუაციას მარტივად ერგებიან. სწორედ ამიტომ, ვერძს ყველაზე მეტად არაყი შეეფერება.
კურო
დასვენება კუროს ახლობლებთან ერთად უყვარს კომფორტულ სიტუაციაში. მისი საყვარელი სასმელი კი – ლუდია.
ტყუპები
ტყუპები მუდმივ მოძრაობაში არიან და ყოველთვის ცოდნისა და ახალი გამოცდილების შეძენისკენ ისწრაფიან. შესაძლოა ტეკილასთან ერთად ყველაფერი ბევრად უფრო საინტერესო გახდეს.
კირჩხიბი
კირჩხიბი თავისი იდუმალებით და ზოგჯერ კაპრიზულობით გამოირჩევა. ამიტომ ალკოჰოლიც მის ხასიათს უნდა შეეფერებოდეს. ჯინი სწორედ ის სასმელია, რომელიც მას ყველაზე მეტად მოუხდება.
ლომი
დიდებულ და ქარიზმატულ ლომს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, საკუთარი დახვეწილი გემოვნების დემონსტრირებისთვის კი, ერთი ბოკალი წითელი ღვინითაც მშვენივრად ახერხებს.
ქალწული
სხვაზე ზრუნვა და თანაგრძნობა ქალწულის მთავარი თვისებებია. თუმცა, ზოგჯერ დასვენება და საკუთარ თავზე კონცენტრირება ჭირდება, რაშიც ყველაზე კარგად მას თეთრი ღვინო დაეხმარება.
სასწორი
ის, ვინც ყველაფერში წონასწორებას ინარჩუნებს, სასმელიც ჰარმონიული ჭირდება. ვისკი! – აი, რა მოუხდება სასწორს ყველაზე მეტად.
მორიელი
ძლიერი ენერგეტიკის მორიელს სასმელიც შესაფერისი – ძლიერი და განსხვავებული ჭირდება. ლიქიორი, თავისი არაჩვეულებრივი გემოთი სწორედ ის სასმელი, რომელიც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს მის არაორდინალურობას.
მშვილდოსანი
სტილის გრძნობა და სიცოცხლის სიყვარული – აი, რა გამოარჩევს მშვილდოსანს ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან. შამპანური კი, ერთადერთი სასმელია, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს ამ ორი თვისებას.
თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშანს არავისთან ჭირდება საკუთარი წარმატების მტკიცება, რადგან ისედაც ყველასთვის ნათელია. სამუშაოსგან თავისუფალ დროს თხის რქას ვისკის დაგემოვნება უყვარს მეგობრებთან ერთად.
მერწყული
მერწყულმა ყოველთვის იცის, რა უნდა და არასდროს ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. მას დამოუკიდებლობა და სპონტანურობა მოსწონს, ამიტომ სასმელებიდანაც ყველაზე მეტად სანგრია შეეფერება.
თევზები
ფანტაზია, შემოქმედება და ექსპრესია – სწორედ ესაა თევზების მთავარი თვისებები. ისინი მუდმივი შთაგონების ძიებაში არიან და შესაძლოა აბსენტი უკეთ დაეხმარება მათ ახალი ემოციების პოვნაში.