LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა მიწის რეგისტრაციას წაახალისებს

35

იუსტიციის სამინისტრო წამახალისებელი პროექტის წარდგენას გეგმავს, რომელიც კერძო მესაკუთრეეებს მიწის რეგისტრაციის პროცესში დაეხმარება.

როგორც დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, მიწის რეგისტრაციის თემა და კერძო საკუთრებაში რაც შეიძლება მეტი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება, მთავრობის პრიორიტეტია.

”ყველა კერძო მესაკუთრეს, რომელსაც შეიძლება საბუთები არ ჰქონდეს წესრიგში და რომელიც შეიძლება ჩვენთან ინახებოდეს კომპიუტერული ბიუროს არქივებში,შესაძლებლობა ექნება მოიძიოს საბუთები და მარტივად დაირეგისტრიროს მიწის ნაკვეთი. ჩვენ ვეცდებით, უფრო აქტიურად დავეხმაროთ ყველა კერძო მესაკუთრეს, შეადგინოს დოსიე, ”- განაცხადა წულიკიანმა.

მისივე თქმით, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით არანაირი ვადები არ იარსებებს,  უბრალოდ, იუსტიციის სამინისტრო კერძო მესაკუთრეებს პროცესის გამარტივებაში დაეხმარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g