აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავის წლიურ ხელფასს – 400 ათასს დოლარს სხვადასხვა უწყებას გადაურიცხავს.
„მართალია, პრესას არ უყვარს ამაზე წერა და მეც ეს არ მჭირდება, წლის განმავლობაში პრეზიდენტის ყოველწლიურ ხელფასს, 400 ათასი დოლარის ოდენობით, სხვადასხვა უწყებას შევწირავ. ეს საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტისთვისაა,“ – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა და “ტვიტერში” თანხის ჩეკის გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 100 ათას დოლარს საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტს გადასცემს.
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე განაცხადა, რომ ხელფასს არ მიიღებს და თანხას საქველმოქმედო მიზნებს მოახმარს.