„წიაღის ეროვნულმა სააგენტომ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების (ოქრო–სპილენძი) შესწავლა–მოპოვების მიზნით ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, რომლის მიმდინარე ფასი 11150 ლარია.
აუქციონის პირობების მიხედვით, ძებნა-მოპოვებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს თანამედროვე სტანდარტების და მეთოდიკის შესაბამისად, რისთვისაც არანაკლებ 2 500 000 ლარი უნდა დაიხარჯოს და დასაქმდეს მინიმუმ 30 ადამიანი.
ამასთან, გამარჯვებული ვალდებულია მოპოვების სტადიაზე რესურსის მოპოვება განახორციელოს მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრებით.
აუქციონი 15 აპრილს, 18:00 საათზე დასრულდება.