LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ბევრი გეგმა ჰქონდა გიოს, მის პროექტებს აუცილებლად დავასრულებ” – ზუკა ხუციშვილი

21
zuka-xucishvili

თაკო მელიქიშვილის საავტორო გადაცემას „რადიო დუეტი” ძველი სიმღერის ახლებული ვერსიის პრემიერით მომღერალი ზუკა ხუციშვილი სტუმრობდა.  ზუკამ აღნიშნა, რომ გიოს ბენდის წევრებთან ერთად გიოს დაწყებულ პროექტებს აგრძელებს და იმედი აქვს, რომ მსმენელს იმედებს არ გაუცრუებს.

რა ხდება ახალი შენს შემოქმედებაში?

ბოლო პერიოდში გავაქტიურდი, ძალიან ბევრი გეგმა ჰქონდა გიოს, რომლებიც ვერ მოასწრო და მე არ მივცემ უფლებას საკუთარ თავს, რომ გიოს სიმღერებმა მტვერი დაიდოს, მის პროექტებს აუცილებლად დავასრულებ და მსმენელებს იმედებს არ გავუცრუებ. სადღაც 20-30 სიმღერა  გაკეთებული ჰქონდა და რამდენიმეა რაც ვერ მოასწრო, გიოს ბენდის წევრები გვიდგანან გვერდით, ზურა მახნიაშვილითან ვიკრიბებით ხშირად და ვცდილობთ ეს ლამაზი საქმე გავაგრძელოთ.

დღეს რომელ სიმღერას ვაპრემიერებთ?

ძველი სიღერაა, თემო რცხილაძის, ბევრმა იცის, ამჯერად ტექსტი შევცვალეთ, უწინ რუსული ტექსტი ჰქონდა დღეს ქართული აქვს და „ნაცნობ ნაპირთან” ასეთია სიმღერის სახელწოდება. ზურა მახნიაშვილთან ჩაიწერა, ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. განახლებული ვერსიაა და იმედია ხალხს მოეწონება.

სატელევიზიო პრემიერებს და ვიდეორგოლებს რაც შეეხება, ამ მიმართულებით რა გეგმები გაქვს?

ყოველთვის ვამბობ, რომ არ მინდა სიჩქარე, ყველაფერი მინდა იყოს ხარისხიანი, ამიტომაც თვეში რამდენიმე კონცერტი არ მაქვს, თუ მაქვს მხოლოდ ერთი. ასევე ძალიან მინდა ბენდთან ერთად ვიდეორგოლის გადაღება. აპრილში ქართული დღეები ტარდება თურქეთში, ქართველი მომღერლები ჩავდივართ, ხუთი დღის გამავლობაში გაიმართება საღამოები, გიო იყო ხოლმე მათი სტუმარი და წელს მე მივდივარ, დიდი პასუხისმგებლობაა, გამოცდილება და ვემზადები.

მადლობა სტუმრობისთვის.

 

ზუკა ხუციშვილი – ნაცნობ ნაპირთან

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ზუკა ხუციშვილი – მიყვარხარ. Live

 

ზუკა ხუციშვილი.  ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები