ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტი ლადო აფხაზავა დუბაიდან საქართველოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას გულშემატკივრები, კოლეგები და მეგობრები დახვდნენ.
ლადო აფხაზავამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასწავლებლის საქმიანობას ისევ განაგრძობს. პარალელურად, პედაგოგი გლობალური ჯილდოს მონაწილეებს საქართველოში კოლეგებთან შესახვედრად ჩამოიყვანს.