LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Skoda Kodiaq პიკაპი გახდება

62
skoda..

პროფესიონალური სასწავლებლის 35 სტუდენტმა ბრენდის ტექნიკოსებთან და დიზაინერებთან ერთად ახალი პროექტი – Skoda Kodiaq-ის პიკაპ ვერსია შექმნა. სტუდენტურ ავტომობილს ავტომოყვარულები ამ წლის ივნისში იხილავენ.

დამწყებ ინჟინერებს, რომელთა ასაკიც 17-20 წელია, დაავალეს რომ Kodiaq-ისგან თანამედროვე დიზაინის კროსოვერი შეექმნათ. დონორი ავტომობილი კომპანიამ სპეციალურად შეარჩია, საქმე ისაა რომ Kodiaq  ბრენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოდელია, ამასთან მისი ვიზუალი იმის საშუალებას იძლევა რომ ბევრი დეტალი შეიცვალოს და ეს ყველაფერი მაქსიმალური კრეატივით გაკეთდეს.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტების წინა ნამუშევარი კროს-კაბრიოლეტი იყო და ის Karoq-ის ბაზაზე ააშენეს. შედეგი ორივე შემთხვევაში ძალიან საინტერესო გამოვიდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g