LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვისაც სურვილი აქვს კომუნიკაციის, არანაირი პრობლემა არსებობს” – კალაძე მზად არის ტაქსის მძღოლებს შეხვდეს

146
4a58518c6ec4c4a3ab7ac39ba1470a74_XL

თბილისის მერი მზად არის შეხვდეს იმ ტაქსის მძღოლებს, რომლებიც რეფორმას აპროტესტებენ. კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმა მნიშვნელოვანია, რადგან ამ მხრივ მდგომარეობა უნდა მოგვარდეს.

მერმა ასევე დასძინა, რომ ამ საკითხის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანა არ სურს, რადგან აქცია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული.

“რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ვისაც სურვილი აქვს ჩვენთან კომუნიკაციის, არანაირი პრობლემა არც ყოფილა და არც ახლა არსებობს. იყო შეთავაზება, რომ თუ სურვილი აქვთ, მოსულიყვნენ და მათ დასმულ ყველა კითხვას გაეცემოდა შესაბამისი კომპეტენტური პასუხი, კიდევ ერთხელ იქნებოდა ის სიკეთეები ახსნილი, რაც ამ ადამიანებმა და მათმა ოჯახებმა შეიძლება მიიღონ. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეს ქმედებები და დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელია. რეფორმა მნიშვნელოვანია და საკმარისი დროა იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამის მოგვარება და მოწესრიგება. თუ ამაშიც არის ჩვენი დახმარება საჭირო, დედაქალაქის მერია მზად არის შეხვდეს კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს და გავიაროთ ნებისმიერი პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტაქსის მძღოლების ნაწილი თბილისის მერიის მიერ ტაქსებზე რეგულაციების დაწესებას აპროტესტებს. მათ დღეს პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს და მცირე ხნით რუსთაველის გამზირიც გადაკეტეს, თუმცა მოძრაობა მალევე აღდგა.

ტაქსების კატეგორიებად დაყოფა 2019 წლის პირველი ივლისიდან დაიწყება. 2018 წლის 11 ოქტომბრამდე გაცემული ნებართვის მფლობელი, სურვილის შემთხვევაში, ერთჯერადად მიიღებს ტაქსის თეთრად გადაღებვის და ქიმწმენდის ვაუჩერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g