LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ ამ წელს

65

2016 წელი თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის შთაგონების წელია. პლუტონი გააძლიერებს თქვენს ამბიციებს, გიბიძგებთ ზრდისკენ და დაგეხმარებათ პროფესიონალური და სოციალური მდგომარეობის გამყარებაში. იუპიტერი, რომელიც სექტემბრის დასაწყისამდე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გიკარნახებთ და გასწავლით ორგანიზებულ მოქმედებას, სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადანაცვლებული კი, საშუალებას მოგცემთ ისიამოვნოთ საკუთარი მუშაობის შედეგებით. ვარსკვლავები ყველა ზოდიაქოს ნიშანს ურჩევენ მობილიზაცია გაუკეთონ არსებულ რესურსებს, თამამად იმოქმედონ და ნუ შეუშინდებიან მოულოდნელად წარმოქმნილ ბარიერებს.

ქალწული, სასწორი, ლომი, ვერძი: “სრული სვლით წინ!”

1

ქალწული – იუპიტერი გააგრძელებს თქვენს მფარველობას, მაშინაც კი, როცა სასწორის ნიშანში გადავა. სექტემბრის დასაწყისში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს და გაამყარეთ უკვე მოპოვებული წარმატება. ყველა სხვა სფეროში კი, ეს წელი დაგეხმარებათ განახორციელოთ თქვენი ყველაზე გიჟური სურვილები.

სასწორი – წლის დასაწყისში სატურნი თქვენგან ცოტა მოთმინებას და გადამწყვეტი ნახტომის წინ ძალების მოკრებას მოითხოვს, ზაფხულში კი, ხელს შეუწყობს თქვენი კარიერის სწრაფ განვითარებას. იუპიტერი, რომელიც თქვენს ზოდიაქოს ნიშანში სექტემბრის დასაწყისში გადავა, გარანტიას მოგცეთ ისეთ ბრწყინვალე შესაძლებლობებზე, როგორზეც მანამდე მხოლოდ ოცნებობდით.

ლომი – იუპიტერი მთელი წელი თქვენი ფინანსების სადარაჯოზე იდგება, დაგეხმარებათ საქმეების მოწესრიგებაში და გაამყარებს თქვენს პოზიციებს ყველა სფეროში. წარმატებისგან თავბრუსხვევვას კი, სატურნი აგაცილებთ, რომელიც პერიოდულად შეგახსენებთ თვითდისციპლინას. საერთო ჯამში, ვარსკვლავები არნახულ ხელგაშლილობას გპირდებიან, ასე რომ, მოემზადეთ დაუვიწყარი წლის გასატარებლად.

ვერძი – წელს ურანი თქვენს ზოდიაქოს ნიშანში დარჩება და ყოველდღე ცვლილებებისკენ გიბიძგებთ. მისი სიურპრიზები ამჯერად მხოლოდ სასიამოვნო იქნება, თქვენ კი, მომატებული ენთუზიაზმით შეეჭიდებით ახალ საქმეებს და დაიპყრობთ ახალ ჰორიზონტებს.

ტყუპები, კირჩხიბი, მორიელი, კურო, მერწყული: “მარშრუტი შედგენილია!”

2

ტყუპები – ნუ დაკარგავთ ტემპს. დაწყებული მოძრაობის წარმატებით გაგრძელებისთვის კი, მეტი დრო დაუთმეთ ემოციონალური პრობლემების მოგვარებას. წელს წინა პლანზე პირადი ურთიერთობები წამოიწევს, ჩადეთ მათში მაქსიმუმი და იმ დონეზე გაიყვანეთ, რომელიც აბსოლუტურად დაგაკმაყოფილებთ.

კირჩხიბი – წარმატების შანს თქვენი პოზიტიური განწყობა განსაზღვრავს. რამდენად კონსტრუქციული იქნება ყველა შემდგომი სიტუაცია, მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული.

მორიელი – წელიწადი სტაბილურ კარიერულ ზრდას და საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს გპირდებათ პირად ცხოვრებაში. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ მეტი ყურადღება მიაქციოთ მატერიალური პრობლემების მოგვარებას.

კურო – მთელი წელი სტაბილურად იმოძრავებთ დასახული მიზნისკენ, ზაფხულში კი, გექნებათ შანსი მოიპოვოთ ლიდერის პოზიცია. თქვენი წარმატების საიდუმლო იმ სურვილების და რეზულტატების მკაფიოდ ჩამოყალიბებაშია, რომელთა მიღწევასაც აპირებთ.

მერწყული – ძალიან არ მოგწონთ, როცა გარე ფაქტორების გამო თქვენი სურვილები არ ემთხვევა შესაძლებლობებს. ეცადეთ კონცენტრირება მოახდინოთ იმაზე, რაც სინამდვილეში გინდათ, აიღეთ ორიენტაცია კონკრეტულ მიზანზე და ფინანსური საკითხებიც მოწესრიგდება. ვარსკვლავები კი, აუცილებლად დაგეხმარებიან საჭირო მიმართულების პოვნაში.

მშვილდოსანი, თხის რქა, თევზები: “გააგრძელეთ მოძრაობა!”

690x460_1_d47b412ec054315a339621146c649414@1000x667_0xd42ee42a_13969090331452695233

 

მშვილდოსანი – მოგიწევთ აირჩიოთ რა გირჩევნიათ – დარჩეთ ერთ ადგილას თუ დაიწყოთ წინ მოძრაობა. ყველაზე ეფექტურ დახმარებას მფარველი იუპიტერი გაგიწევთ ზაფხულში, ასე რომ ნუ გაუშვებთ ხელიდან სურვილების ასრულების საუკეთესო შანსს.

თხის რქა – წინაღობის აღმოჩენის შემთხვევაში ნუ ეცდებით მისი შუბლით გატანას. ყურადღებით შეისწავლეთ სიტუაცია და მოძებნით შემოვლითი გზები. წლის დასაწყისში შესაძლოა ეჭვი შეგეპაროთ საკუთარ შესაძლებლობებში, თუმცა წლის ბოლოს მოულოდნელად მოგეცემათ შანსი  წარმატებას მიაღწიოთ კარიერაში.

თევზები – ერთგვარ გამოცდას მოგიწყობთ სატურნი – მოგიწევთ დაამტკიცოთ, გაქვთ თუ არა უნარი გაუძლოთ რთულ ვითარებას და საკუთარ თავზე აიღოთ ლიდერის ფუნქციები. თქვენ ყოველთვის ოსტატურად უვლიდით გვერდს პრობლემებს, თუმცა წელს ამგვარი სტრატეგია არ გამოგადგებათ, უკეთესია პირისპირ შეხვდეთ ყველა პრობლემას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g