LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები – მამუკა ბახტაძე ქობულიას სახლის გაქურდვაზე

121
ბახტაძე მამუკა

ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები, ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს, – ასე უპასუხა პრემიერმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას სახლის გაქურდვის შესახებ დასმულ შეკითხვას.

მამუკა ბახტაძის თქმით, შს სამინისტრომ ფაქტზე განცხადება გაავრცელა და არაფერია დამალული.

„რაც შეეხება ბინის გაქურდვას, აქაც თქვენ განაცხადეთ, რომ ვითომ შსს-მ არ დაადასტურა ეს საკითხი თუ დამალა და ა.შ. შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ეს ინფორმაცია არის საჯარო და თუ იმას მეკითხებით, რატომ მაინცდამაინც რომელიმე მინისტრის სახლი, ჩემი პასუხი იქნება, რომ ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები. ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g