ანჯელინა ჯოლსა და ,,მარველს” შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გაირკვა, რომ იმ შემთხვევაში თუ ამერიკელი მსახიობი და კინოკომპანია პირობებზე შეთანხმდებიან, 43 წლის ვარსკვლავი, მორიგი კომიქსის ეკრანიზაციაში გამოჩნდება.
საუბარია ჯეკ კირბის 1976 წლის კომიქსზე, Eternals, რომელშიც ბრედ პიტის ექს-მეუღლე ერთ-ერთ სუპერგმირს განასახიერებს.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი პერსონაჟის როლს მოირგებს ექვსი შვილის დედა, თუმცა ინსაიდერის ინფორმაციით, ჰოლივუდის ლამაზმანი მომავალი პროექტით ძალიან დაინტერესებულია და არ არის გამორიცხული მან შეთავაზებას დადებითი პასუხი გასცეს.

ცნობილია, რომ ფილმის სიუჟეტი დედამიწის მოსახლეობის მცირე ჯგუფისა და მათ მიერ შექმნილ არსებებს შორის განვითარდება.
ამასთან, კინოსურათი სიყვარულის ხაზსაც მოიცავს.
სხვა დეტალები პროექტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არ ხმაურდება.